სასკოლო ღონისძიებები


აი იადან დღემდე
1 კლასი

-სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი.....მაისი

-სახელი, რას ითვლი?     ჰჰ, რა კარგია არდადეგები

-რა უცებ გავიდა ეს ერთი წელი, თითქოს გუშინ გავიცანით ერთმანეთი.

-ახლა გაზაფხულია, მაისი მიიწურა. მიიწურა სასწავლო წელი და საზაფხულო არდადეგები იწყება.

-აუჰ, რა კარგია არდადეგები

-შენ რა გიხარია?

-თავგადასავებით სავსე ზაფხულს რა ჯობია-მაშ მშვიდობიტ სკოლებო, გამარჯობათ გზებო, საქართველსო გორებო, საქართველოს მთებო!

-ნურსად ნუ გეჩქარება, მოდი ერთად გავიხსენოტ ის დღე როცა ერთად შემოვაღეთ სკოლის კარები და მერხებს მივუსხედით.

-ცნობისმოყვარეობიტ გაოგნებული შევცქეროდით ერთმანეთს, ჩვენთვის უცხოსა და პირველად ხილულ მერხებს, დაფას, მასწავლებელს.

-შევყურებდით მასწავლებელს, რომლის ღიმილი, დედის ღიმილივით ალერსიანი და თბილი იყო.

-გახსოვთ ბავშვებო, ჩვენი მშობლები იმ დრეს, როგორი განსაკუთრებული მზურველობით გვეპყრობოდნენ, როგორ იდგნენ დერეფანში შეჯგუფებულნი და სიყვარულით მოგვჩერებოდნენ.

-თითქოს პრველად ვენახეთ,ჩვენ კი ერთმანეთ სვაკვირდებოდით და იმდენი სითამამეც კი არ გვქონდა რომ ერთმანეთს გავცნობოდით.

-სამაგიეროდ, ზარის დარეკვის შემდეგ,ჩვენს მერხებს მოხერხებულად მორგებულნი, ჩუმდა ფარვიტ შევყურებდით ერთმანეთს.

-შეგვეკითხებით ალბათ როგორ? საიდან?

-შემდეგ შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი სკოლა, სურათის აღწერა, პირველი ლექსი, პირველი თამამი წინადადება და თავის წარდგენა მასწავლებლის წინაშე.

-და რაც მთავარია ჩვენს სულში შემოვიდა აი ია, აი თითი, აი მტელი სამყარო.

-ბევრი რამ შევისწავლეთ და გავიგეთ, მასწავლებლის დახმარებიტ და ახლა ვიცით რომ..

-ენა რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ მშობლიური ქართულია.

-რომ დედამიწაზე მრავალი ხალხი ცხოვრობს და ენაც მრავალია. ესენია:ქართული , სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ფრანგული

-ადამიანები ენის საშვალებით გამოხატავენ თავიანთ აზრებს, განცდებს , სურვილებს.

-ადამიანები საუბარს იწყებენ იმ ენაზე რომელიც ესმით

-მშობლიურ ენას სხვანაირად დედაენა ქვია

-რა ტკბილია დედაენა, რა ნათელი რა ქათქათა

ვით ბულბულის შემოფრენა, როგორც დედის ტკბილი კალთა.

-დედაენა ადამიანის უძვირფასესი საუნჯეა.იაკობ გოგებაშვილმა მას ‘’ბურჯი ეროვნებისა’’ უწოდა.მან შექმნა უკვდავი დედაენა.

--იდიდე წიგნო იდიდე,

ქართლი სულის ლაზათო,

ღმერთი თუ არა ღმერთკაცი

იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.

-სცენარი ყვავილებზე.გამოდი გოგონა, (ია)

-უჰმ,რამდენი მძინებია,გმადლობ დედამიწის გულო, ასე თბილად რომ შემინახე, ნახეთ, რა ლამაზი კაბა მაცვია.დედამიწაც რა მშვენიერია. უჰ, რა მაღლა დაფრინავენ.ნეტავ რა უნდა იყოს.

-მე მერცხალი ვარ, გაზაფხული მახარობელი.მართალია ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მიყვანს, მაგრამ მალე ჩემი მეგობრებიც გამოჩნდებიან.

ხმა მერცხლების სიმღერის.აი ხომ გეუბნბეოდით.

-დაილოცე მერცხალო, გაფრინდი და ახარე ყველას გაზაფხული მოსვლა.(მერცხალი იას წრეს დაარტყმას და ხმაურით გავა სცენიდან--გაზაფხულდა--გაზაფხულდა)

შემოდის პეპელა

-გამარჯობა ლურჯთვალება ია

-გამარჯობა

-ვერ მიცანი?პეპელა ვარ.ხან აქეთ დავფრინავ , ხან იქეთ.სულ ერთი დღის სიცოცხლე აგმაჩნია, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ამ სილამაზიტ ვტკბები და აქაურობას ვალამაზებ.

როგორ მიყვარს მზე და ყვავილების სურნელი.როგორ მინდა ვიცეკვო და ვიძახო გაუმარჯოს, სიცოცხლეს გაუმარჯოს!(სიმრერა ჭრელო პეპელა)

-ეს რა ხმაურია?

-ნუ შეშინდები ჩემო ლამაზო, არაფერს გავნებ.მე ფუტკარს მეძახიან.ყვავილების მეგობარი ვარ.სულ თქვენ დაგხარიოთ თავზე.უმნიშვნელოდ ვჩხვლეტ ყვავილებს, ნექტარს ვიღებ.მერე სკაში მიმაქვს და ტკბილ თაფლს გიმზადებთ.

-თაფლი რა არის?

-ოო..ჩემს თაფლზე გემრიელი არაფერია.იმიტომ რომ მუდამ ვფუსფუსებ, ვშრომობ.ეხლა მეტს ვეღრ მოვიცდი, სხვა ყვავილებიც უნდა ვნახო.

-ხმა ბზუილის..გადის ფუტკარი

-მართლაც რა მშვენიერია ირგვლივ ყველაფერი, ნეტავ რომელი ქვეყანა ეს?

-ამ ქვეყანას საქართველო ქვია, შვილო

-თქვენ ვინ ხართ

-მე მუხა ვარ.დიდი ხანია აქ ვცხოვრობ.ბევრი რამ გადახდენია ჩვენს ქვეყანას თვს.მაგრამ, ღვთის წყალობით გადარჩა,მტერი კი მოსპობილა.

-სწავლის ერთი წელი უკან ჩამოვიტოვეთ.იწყება ათვლის მეორე წელი.ჩვენ უკვე ბევრი რამ ვიცით, ვიცით ავისა და კარგის გარჩევა,მეგობრობა, ერთგულება და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარული შეგვიძლაი.

-როგორც უფალ სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა

-სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ და მისროლია ისარი

სად მამა-პაპა მეგულვის,იმათი კუბოს ფიცარი

-სადაც სიყრმიდან ვჩვეულვარ, ჩემი სამშობლოც იქ არის

 

-სიმღერა-

რერო რერა , რერო რერა

ვინ მასწავლა ეს სიმრერა

მოჩუხჩუხე ანკადულმა

მერცხალმა და გაზაფხულმა

რერო-რერა, რერო- რერა

ვინ მასწავლა ეს სიმღერა ,

კრიალა მზემ, ლურჯმა ყანამ

ყვავილების იავნანამ.

რერო-რერა, რერო- რერა

ვინ მასწავლა ეს სიმღერა ,

მზის სითბობ და დედის გულმა

ჩემი ქვეყნის სიყვარულმა.

-ჩვენ ბევრი საინტერესო საგანი გვასწავლეს და მასწავლებლებიც გვიზიარებდნენ ყოველი მათგანის საიდუმლოს.

-ჩვენი პირველი მასწავლებლები ის ადამიანები არიან, რომლებმაც საგნბეი კიარ შეგვასწავლეს არამედ შეგვაყვარეს.

-ამისათვის მიიღეთ ჩვენგან გულითადი მადლობა.

-მადლობთ, სკოლაში გატარებული ყოველი წუთისათვის

მადლობთ ქართული სული რომ შთაგვბერეთ

მადლობთ სულისა და სხეულის გაფაქიზებისათვის

-მადლობა ჯადოსნური რიცხვებით და ციფრებით რომ მოგვამარაგეთ.

-შენ რომ ენა მასწავლე,

შენ რომ დათვლა მასწავლე

შენ რომ ხატვა  მასწავლე

დიდი მადლობელი ვარ ამისათვის.

-შენ რომ კითხვა მასწავლე

სიმღერა რომ მასწავლე

ყველაფერი რომ მასწავლე

დიდი მადლობელი ვარ!
-----------------------------------------------------------------------------------------------------
 
შობა ახალი წელი 2 კლასი
-ნეტავ,ყველაზე ღონიერი ვიყო
-ნეტავ,მამამ კომპიუტერი მიყიდოს
-ნეტავ, ცნობილი მოცეკვავე გავხდე
-ნეტავ, ცნობილი მხატვარი გავხდე
-ნეტავ, ნაყინის ჭამა ზამთარშიც შეიძლებოდეს
-ნეტავ, ცნობილი ფეხბურთელი გავხდე
-საყვარელო თოვლის პაპა,
ჩემს ნატვრასაც გეტყვი აბა,
საახალწლოდ მომიტანე
ფუშფუშებიანი კაბა!
ზედ ეხატოს მზე და მთვარე
ვარსკვლავებიც ჰქონდეს ბარემ
რომ ჩამოკრავს თორმეტჯერ საახალწლოდ საათი,
შენც მოქროლდი მარხილით, არ იარო ტაატით!
ვერცხლის ზანზალაკები, მალე მომიწკარუნე
დაგახვედრებ გოზინაყს, პირი ჩაიტკბარუნე
გელოდები, იცი როგორ?
აბა გკოცნი, ნუცა გოგო.
-ნეტავ მალე გვესტუმროს თოვლის პაპა და ახალი წელი.
-ნეტავ ნატვრისთვალი მქონდეს!
-თუ გსურთ ახდეს ოცნება, სასწაულის გჯეროდესთ, ნაცრისფერი ზეციდინან,
თეთრ ფანტელებს ელოდეთ (ცვივა ფიფქები)
-თოვლი მოსულა, თოვლი, ვითვლი და ვითვლი
ვითვლი და ვითვლი,ცვივა და ცვივა ზეციდან ფიფქი.
 
-ასე პაწაწინა და ლამაზები,
პეპლის ფრთებზე უფრო ნაზები
მოფარფატებენ, მოიჩქარიან
იქნება ჩვენთან მოიხარიან
მოგზაურები შორი გზისანი
შვილიშვილები მაღალ ცისანი
ერთურთს არ ჰგვანან, არა სრულად
ყველა ზღაპრული სასწაულია.
-ჰეი ფიფქო, ვერ გეწევი
საით მიჰქრი ასე სწარაფად
(ფიფქი)-მსურს პაწიებს იმ ტყის ზევით,
გავუკეთო თოვლის პაპა
შენც წამომყევ, ფრთახასხასავ!
-მე ფიფქი ვარ თოვლის ფიფქი პატარა
ქარმა ხევ ხევ , მინდორ მინდორ მატარა
მოვფრინავდი, თქვენსკენ მოვიჩქაროდი
ჰეი ბავშვებო საგუნდაოდ გამოდით..
-თეთრად დავფარავთ მიდამოს, ჩვენი ქათქათა კაბებით,
შორიდან ნამგზავრები ვართ, შრიალით ჩავინაბებით
_ახალი წლის დღესასწაულს სიმღერა და ცეკვა უნდა..
სიმღერა:’’თოვლი, თოვლი მოდის..’’
 
 
მეკვლე-თოვლი მოსულა ქათქათა,მთა ბარი დაუბარდნია,
მეკვლე ვარ ვარსკლავბიჭუნა, ახალი წელიწადია.
თოვლის პაპა-სიმღერებით გადმომილახავს, გზა შორი ძნელად სავალი,
ვინა მყავს თქვენზე ძვირფასი, ცუგრუმელებო სალამი.
მეკვლე -კარი გამიღეთ მეკვლე ვარ, ახალი წლის მახარობელი,
მომაქვს ათასი სიმღერა, მამულის საგალობელი.
ყველა ქვეყანაში ახალ წელს განსხავებულად ხვდებიან. ალბათ გაინტერესებთ როგორ ხვდ
ებოდნენ ახალ წელს ჩვენში.
-ქართლში რამდენი კაციც იყო ოჯახში იმდენ პურს დააკრავდენ.ახალ წელიწადს ყველა თავის პურს გატეხავდა.მეკვლე შემდეგი სიტყვებით ილოცებოდა;““შომოვდგი ფეხი , გწყალობდეთ ღმერთი, შეგეწიოთ უფლის ანგელოზი.შემდეგ ოჯახის წევრების შაქრის ნატეხს ჩამოურიგებდა და ეტყოდა: ასე ტკბილად დამიბერდით’’
-დას საქ-ში ახალი წლის დადგომას კაცები გარეთ გადიოდნენ, ქალები კი სახლში ლოცულობდნენ.
-კახეთში ჩიჩილაკს ტკბილეულით, ხილით და ვერცხლის ფულით რთავდნენ.
 
-მართლაც უცნაური რამეა ეს ყველაფერი. ნაძვის ხის მორთვა რაღაცას ნიშნავს ხომ ვერ მეტყვით.
-მაშინ როდესაც წმინდა მარიამსა და ახალშობილ იესოს მდევრები მოსდევდნენ მათ თავი ტყეს შეაფარეს და როდესაც მიაგნეს ღვთისმშობელს ნაძვმა მძიმე ტოტი ჩამოაგდო.
-ამ ამბის გამო, მარადმწვანე ნაძვს, შობა ახალი წლის სიმბოლოდ თვლიან.
-ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს, უცნაური რამეა,
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა
რწმენა ძბელად გადარჩება, ხატი უფრო ადვილად
ქრისტე იშვა , ქრისტე იშვა, ქრისტე ისვა ბეთლემსა
სიმღერა-ალილო..
-წუთი წუთზე, წუთი წუთზე წაბრძანდება ძველი
და შემოდგამს  კარის ზღურბლზე ფეხს ახალი წელი
ბედნიერი ყოფილიყოს, ის წუთი და წამი
სიხარული დაყოლოდეს ამინ, ამინ, ამინ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
 
ღონისძიება
აი ია-დან დღემდე
-სექტემბერი,ოქტომბერი...მაისი
-გიო რას ითვლი?
-რა უცებ გავიდა ეს ერთი წელი, თითქოს გუშინ გავიცანით ერთმანეთი
-ახლა გაზაფხულია-მაისი, მიიწურა სასწავლო წელი და მალე სააზაფხულო არდადეგები იწყება
-აუჰ, რა კარგია არდადეგები
-შენ რა გიხარია?
-თავგადასავლებით აღსავსე ზაფხულს რა ჯობია
-მაშ მშვიდობით სკოლებო, გამარჯობათ გზებო,
საქართველოს გორებო, საქართველოს მთებო!
-ნურსად ნუ გეჩქარება, მოდი ერთად გავიხსენოთ ის დღე, როცა პირველად შემოვაღეთ კარგები და ფრთაკრიალა მერხებს შემოუსხედით.
-ცნობისმოყვარეობით გაოგნებული შევცქეროდით ერთმანეთს, ჩვენთვის უცხოსა და პირველად ხილულს-მერხებს, დაფას, მასწავლებლის მაგიდას.
-შევყურებდით მასწავლებელს რომლის ღიმილი, დედის ღიმილივით თბილი და ალერსიანი გვეჩვენებოდა.
-გახსოვთ ბავშვებო! ჩვენი მშობლები იმ დღეს, როგორი განსაკუთრებული მზრუნველობით გვეპყრობოდნენ, როგორ იდგნენ დერეფანში შეჯგუფებულნი და სიყვარულით მოგვჩერებოდნენ.
-თითქოს პირველად ვენახეთ, ჩვენ კი ერთმანეთს ვაკვირდებოდით და იმდენი სითამამეც არ გვქონოდა, რომ ერთმანეთს გავცნობოდით.
-სამაგიეროდ, ზარის დარეკვის შემდეგ, ჩვენს მერხებს მოხერხებულად მორგებულნი, ჩუმად, ფარვით შევყურებდით ერთმანეთს.
-ზოგიერთი ვიცნობდით კიდეც ერთმანეთს.
-და შემდეგ შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი სკოლა, სურათის აღწერა, შემდეგ პირველი ლექსი, პირველი თამამი წინადადება და საკუთარი თავის წარდგენა მასწავლებლის წინაშე.
-და რაც მთავარია ჩვენს სულში შემოვიდა აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო.
-ბევრი რამ შევისწავლეთ და გავიგეთ მასწავლებლის დახმარებით და ახლა ვიცით რომ...
-ენა, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ მშობლიური ქართულია.
-რომ დედამიწაზე მრავალი ხალხი ცხოვრობს და ენაც მრავალია. ესენია: ქართული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ფრანგული.
-ადამიანები ენის საშვალებით გამოხატავენ თავიანთ აზრებს, განცდებს, სურვილებს.
-ადამიანი ლაპარაკს იწყებს იმ ენაზე, რომელიც მას ესმის მშობლების და ახლობლებისაგან.
-მშობლიურ ენას სხვანაირად დედაენა ჰქვია.
-რა ტკბილია დედაენა, რა ნათელი რა ქათქათა,
ვით ბულბულის შემოფრენა, როგორც დედის ტკბილი კალთა.
-დედაენა ადამიანის უძვირფასესი საუნჯეა. იაკობ გოგებაშვილმა დედაენას ‘’ბურჯი ეროვნებისა’’ უწოდა. მან შექმნა უკვდავი ‘’დედაენა’’
-დედაენა გმირობის და ვაჟკაცობის დიდი ენაა,
ხან ჩუხჩუხი მთის ნაკადის, ხან ბულბულის ნაზი სტვენა.
-არც დედ მამის სიყვარული, არც ტოლებში გამოჩენა
მუდამ სწავლა, მუდამ შრომა, მუდამ თავის გამოჩენა.
-დედა ენა ერთია, დედა ენა ღმერთია,
დედასავით ტკბილია, დედასავით თბილია.
-დიდი წვალებით და შრომით მოვიდა ჩვენამდე ქართული ანბანი. უამრავი ფარი, შუბი და ხმალია მასში ჩაქსოვილი, ამიტომაცაა გამძლე ჩვენი ანბანი.
-მე კი მეგონა ფრესკებზე, ყრმა რომ ზის დედის კალთაში,
თუ დედაენას მივუტანთ, დიდივით კრძალვით გადასლის
თითს გააყოლებს ასოებს: ვაზის ლერწს, ნამგალს, ნიამორს,
ენას ქართულად აიდგამს და იტყვის ‘’აი იაო’’
-იდიდე წიგნო , იდიდე
ქართული სიტყვის ლაზათო,
ღმერთი თუ არ ღმერთკაცი, იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.
-14 აპრილი კი დედაენიოს დღეა, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს უძველეს, უმდიდრეს და ულამაზეს ენას.
-ქედს ვიხრით დიდი მწერლის და სასიქადულო მამულიშვილის წინაშე.
-ჩვენს ბავშობას, რომ სინატლეს ჰფენდი
დღეს შვილთა ჩვენთა ნათლად კიაფობ,
მადლობა შენდა, მადლობა შენდა, მადლობა შენდა დიდო იაკობ!
ია-უჰ,  რამდენი მძინებია, გმადლობ დედამიწის გულო, ასე თბილად რომ შემინახე, ღმერთო რა ლამაზი კაბა მაცვია, ბუნებაც რა მშვენიერია.უჰ, რა მაღლა დაფრინავს, ნეტავ, ეს რა არის?
-მე მერცხალი ვარ გაზაფხულის მახარობელი. მართალია ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს მაგრამ მალე ჩემი მეგობრებიც გამოჩნდებიან.
-დაილოცე მერცხალო, გაფრინდი და ახარე ყველას გაზაქფხულის მოსვლა.(მერცხალი იას წრეს დაარტყამს და ძახილით გავა სცენიდან-გაზაფხული, გაზაფხული)
-გამარჯობა.
-ვერ მიცანი ? პეპელა ვარ.ხან აქეთ დავფრინავ ხან იქეთ.სულ ერთი დღის სიცოცხლე გამაჩნია, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ამ სილამაზით ვტკბები და აქაურობას მეც ვალამაზებ.როგორ მიყვარს მზე და ყვავილების სურნელი. როგორ მინდა ვიცეკვო და ვეძახო გაუმარჯოს სიცოცხლეს, სიცოცხლეს გაუმარჯოს.(სიმღერა ჭრელი პეპელა)
-ეს რა ხმაურია?
-ნუ შეშინდები ჩემო ლამაზო, არაფერს გავნებ, მე ფუტკარს მეძახიან.ყვავილების მეგობარი ვარ. სულ თქვენ დაგხარით თავზე. უმნიშვნელოდ გიჩხვლეთ, თქვენს სიტკბოს მეც გავიზიარებ. შემდეგ სკაში წავიღებ და ტკბილ, ძალიან ტკბილ თაფლს დავამზადებ.
-მართლაც რა მშვენიერია აქ ყველაფერი..ამ ქვეყანას კი საქართველო ჰქვია
თქვენ ვინ ხართ?
-მე მუხა ვარ შვილო.დიდი ხანია ვცხოვრობ და მშობ.მიწაში ღრმად მაქვს ფესვები გადგმული.
-რატომ გაქვს ტანი ასეთი უხეში?.
-ამას კოჟრი ჰქვია. ეჰ,ჩემო პატარავ ვინ იცის რამდენი წლისა ვარ.დიდი ხნის წინათ დავიბადე და ბევრი რამ გადამხდენია თავას.
-ცხოვრების ერთი წელი უკან ჩამოვიტოვეთ. იწყება ათვლის მეორე საფეხური და ჩვენ უკვე ვიცით ავის და კარგის გარჩევა, ვიცით ერთგულების , მეგობრობის და რაც მთავარია სამშობლოს ფასი.
-როგორ ც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა.
-სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმიდან ვჩვეულვარ, ჩემი სამშობლოც ის არის.
-არ გავცვლი სალსა კლდებსა უკვდვებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.
-სიმღერა-
რერო-რერა, რერო-რერა, ვინ მასწავლა ეს სიმღერა
მოჩუხჩუხე ნაკადულმა ,მერცხალმა და გაზაფხულმა.
რერო-რერა, რერო-რერა, ვინ მასწავლა ეს სიმღერა
კრიალა მზემ, ლურჯმა ყანამ ყვავილების იავნანამ.
რერო-რერა, რერო-რერა, ვინ მასწავლა ეს სიმღერა
მოჩუხჩუხე ნაკადულმა ,მერცხალმა და გაზაფხულმა.
მზის სითბომ და დედის გულმა, ჩემი ქვეყნის სიყვარულმა.
-ჩვენ ბევრი საინტერესო საგანი გვასწავლეს და მსაწავლებლებიც გვიზიარებდნენ ყოველი მათგანის საიდუმლოს.
-ჩვენი პირველი მასწავლებლები ის ადამიანები არიან , რომლებმაც საგნები კი არ შეგვასწავლეს არამედ შეგვაყვარეს.
-მიიღეთ ჩვენგან გულწფელი მადლობა..
-გმადლობთ სკოლაში გატარებული თიტეული წამისათვის-
-გმადლობთ სამყარო რომ შეგვამეცნეთ
-შენ რომ ენა მასწავლე, შენ რომ დათვლა მასწავლე
შენ რომ ხატვა მასწავლე,დიდი მადლობელი ვარ.
-შენ რომ კითხვა მასწავლე, სიმრერა რომ მასწავლე
ყველაფერი ასწავლე, დიდი მადლობელი ვარ.
---------------------------------------------------------------------------------------------------
 
                                                          დედიკო,მიყვარხარ!
-ყველას გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას, ყვავილების დღესასწაულს, მარად გაზაფულს ეყვავილოს თქვენს გულებში.
-მრავალგზის გვენახოს ჩვენი საქართველო გაზაფხულის ფერებით შემოსილი და შემკული.
-ეხლა გაზაფხულის პირია, ბუნება იღვიძებს, ჰაერს ნაზი სურნელი შეპარვია..
გაზაფხული შემოსულა ლენ, რია რია აუტეხავთ ჩიტებს(წაიღიღინებს)
დიახ!მარტი დადგა და იმიტომ. მარტი დადგა და ჩვენც მადლიან საღამოს ვუძღვნით მარტის უმშვენიერეს დღესასწაულს-დედის დღეს!
-მარია, მარტია, ძვირფასო ბავშვებო და მარტი გიბარებთ, გიყვარდეს, გიყვარდეთ, გიყვარდეთ დედები.
-დიახ!ჩვენ მოგიწვიეთ, რომ მოგეალერსოთ, მოგეფეროთ, გულში ჩაგიკრათ.
გამოდის 2 მოსწავლე
-დედაზე ტკბილი და საყვარელი, ხომ არ არსებობს, არც არსებულა.
-დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი, არ ითქმეაბ და არც ადრე თქმულა.
-დედა, ეს სიტყვა ყველაფერს უდრის . სიცოცხლეს, სითბოს , სიხარულს, მზესაც.
-და მის საშველად ცეცხლზე რომ დამწვან, სიტყვას ხმამარლა არ დავძრავ ერთსაც!
 
სიმღერა
ისევ შენთვის დავკრიფე, ია ია ლურჯთვალა
ისევ გეალერსები, ისევ გკოცნი, ლურჯთვალას.
შენ რიმილის დედა ხარ,
შენ სიკეთის დედა ხარ,
და ცხოვრების მდინარის
სულ წარმართად დედა ხარ.
ია შენთვის ყვავილობს,
ვარდი შენთვის იშლება
ვენაცვალე შენს მანდილს,
და შენს მაღალ ღირსებას.
 
ფრაზები-გამოდის 6 მოსწავლე!
-ყოველივე მშვენიერი ადამიანში, მზის სხივებისაგან და დედის რძისაგანაა. აი, რა გვმსჭვალავს ჩვენ სიცოცხლის სიყვარულით.
-დედის ხელები ალერსიანობის განსახიერებაა.ბავშვებს ტკბილად სძინავთ ამ ხელებზე.
-ხელის გულზე კვერცხი რომ შევიწვათ, დედის ამაგს მაინც ვერ გადავიხდით.
-სანამ დედა მყავს არ დავბერდები.
-არ გაჩენილა ქვეყნად სახელი დედის სახელზე უფრო ძვირფასი.
-დედა მუცლიტ ატარებს შვილს, ვიდრე ფეხზე დადგება, დედა ხელით ატარებს შვილს, ვიდრე ფეხზე დადგება.
-ამქვეყნად ყველაზე წმინდა დედა შვილის სიყვარულია.
-დე, გამიშვი რა..
-დე, მინდა რა..
-დე, მომენატრე, რა..
-დე, მტკივა, რა..
-დე, მშია, რა..
-დე, მიყვარხარ, რა..
ამ სიტყვებს ყოველთვის ვამბობთ, თითქოს მომართული თოჯინები ვიყოთ.
-დე, დედიკუნა, დედუცუნა, დედილო, არ ვიცი როგორ მოგეფერო, როგორ მოგეალერსო. როგორ გაგრძნობინო რარიგ მიყვარხარ.როგორ აგგრზნობინო ის სიყვარული, რასაც შენს მიმართ განვიცდი.
-მე კი ჩემს დედიკოს, ერთ პატარა იას შევადარებ, რომელსაც ხან მოწყენილია და თვი ნაზად აქვს ჩაქინდრული, ზოგჯერ კი ბედნიერია, როცა მხედავს, როცა გებულობს ჩემს წარმატებებს.
-ამიტომ, ბავშვებო..მოდით, ვუმღეროთ მათ, ვაგრძნობინოთ რომ ისინი ჩვენთვის მართლაც ძვირფასები არიან.
 
--სიმღერა--
თუ გინდა გაიგო რამე,დედას უნდა დაუჯერო მაშინ.
თუკი დედიკო გარიგებს, დაუქნიო უნდა თავი,
თუ გინდა უყვარდე დედას, ხშირად უნდა იიკითხო წიგნი
ჩვენ რომ ძალიან გვიყვარს, ვინ არის? დედა...
თუ, თუ, თუ თუ გინდა თუ, თუ, თუ, თუ გიყვარს,
თუ, თუ, თუ თუ ინდომებს ბავშვი,
თუ, თუ, თუ თუ სწავლობ, თუ, თუ, თუ თუ ცდილობ
დედას ეეყვარები მაშინ.
დედიკო, იმიტომ შრომობს, უნდა უკეთ იყოს მისი ბავშვი,
ამიტომ, ჩემო კარგებო, გვიყვარდეს ჩვენი დედიკოები!თუ, თუ, თუ თუ გინდა თუ, თუ, თუ, თუ გიყვარს,
თუ, თუ, თუ თუ ინდომებს ბავშვი,
თუ, თუ, თუ თუ სწავლობ, თუ, თუ, თუ თუ ცდილობ
დედას ეეყვარები მაშინ.
 
-რა იქნებოდა ჩვენი ზეიმი, დედას რომ არ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არა მარტო ქართულად, უცხო ენაზეც შეგვიძლია მათ მივულოცოთ.
 
 
 
-мамачка милаиа                                                                               Самая красивая
Нежнаяб лювимая                                                                              мамачка милаиа               -мамачка милаиа                                                                                 Самая красивая
Нежнаяб лювимая                                                                              мамачка милаиа                                                                                
                                                            
სლაიდები
ყოველი მოსწავლე ამბობს სიტყვას სურათის შესაბამისს
-მინდა გაჩუქო მზე, რომ არასოდეს შეგცივდეს, მთვარე ბნელი რომ გაგინათოს.
-ვარსკლავები, რომ შენს თვალესბ არ მოაკლდეს მათებრ ციმციმი.
-ჯამრთელობა, ავადმყოფობამ რომ არ დაგჯაბნოს.
-სიკეთე, რომ ბოროტებამ შენზე ვერ იბატონოს.
-სილამაზე, რომ ყოველტვის ლამაზი და სასურველი იყო.
-ყვავილები, რომ მუდამ აფრქვევდე თავბრუდამხვევ სურნელებას.
-ღიმილი, რომ შენს თვალებზე არასოდეს ვიხილო ცრემლი.
-ჩემი სიცელქე, ზოგჯერ ცრემლებს დაგადენს დედა,
ლოცვას აღავლენ იმედის თვალით, ღვთისმშობელს ხედავ.
-დაღონებული ჩემთვის ვფიქრობ, რომ შევძლო ნეატავ,
ვიყო ჭკვიანად, არ გაგაბრაზო ამ დღეის მეტად.
-წიგნებს ჩავუჯექ, შენს სიხარულს წიგნებში ვხედავ.
ახლა მიღიმი, ჩემო კარგო, ძვირფასო დედა!
ქალური ქალი გავიზრდები ეს გწამდეს, დედა.
 
 
 
მასწავლებელზე
-ნათქვამია, მასწავლებელი მეორე დედაო, არ შეიზლება არ დაეთანხმო ამ აზრს.
-ჩვენო მასწავლებლებო, ჩვენო აღმზრდელებო, გაზაფხულის ამ მშვენიერ დღეს გილოცავთ!
-გვინდა ამ საზეიმო წუთებში, გიტხრათ მადლობა ჩვენზე დახარჯული უდიდესი შრომისათვის, ტქვენი საინტერესო გაკვეთილებისათვის.
 
-ო, დიდება თქვენდა, დედავ-მასწავლებელო, დედავ -დამბადებელო, დედავ-თნაბრად გულით სატარებელო.
დიდი მადლობა, ძვირფასო დედებო. გპირდებით გავამართლებთ თქვენს იმედებს.
 
გამოდის 4 მოსწავლე--
-ვინ დაწერდა სიყვარულის სტრიქონს, დედა რომ არ დრეგრძელობდეს მეტად?!
-გული, როგორ გაუძლებდა სევდას, დედა რომ არ არსებობდეს ნეტავ?!
-რა სიზმარი ამიხდება ბედად,დედა რომ არ მაღვიძებდეს ნეტავ?!
-ერთმანეთს , თუ ვიპოვიდით მაშინ , ჩვენთან რომ არ ყოფილიყო დედა?!
 
სიმღერა
ისე გავიდა დღე, სიახლეს ელიან,
ოცნების ქალაქში, სიკეთეს ელიან.
ნუ დაუშლი ბავშ, ნუ დაუშლი. ფიქრს,ოცნებებს. 2 ჯერ
ჩვენ ავაშენებთ, ოცნების ქალაქს, ოცნების ქალაქს--2 ჯერ
და შენ ნუ დაუშლი ბავშვს, ნუ დაუშლი ფიქრს, ფიქრს ოცნებებს. 2 ჯერ
და თუ შენ ჩაგკიდებ ხელს, ჩვენ ვერ შეგვაჩერებ, ჩვენ ვერ შეგვაჩერებ.
ჩვენ..ვერავიინ ვერავიინ ვერავინ ვერ შეგვაჩერებს თუ თქვენ თუ თქვენ თუ თქვენ ჩვენს ჩვენს ჩვენს გვერდით იქნებით,,,ძვირფასო დედიკოებოო..
გაზაფხული მოვიდოდა განა?! ქვეყნად რომ არ არსებობდეს დედა?!
სათითაოდ გამოდის თითეული მოსწავლე და დედას გადასცემს მისალოც ბარათს, ეუბნება თნ -მიყვარხარ, დედა!
----------------------------------------------------------------------------------------------------
ზაფხულის ღამის სიზმარი
-ათენის მახლობლად თვალწარმტაც ტყეში, ფერიების მეფე-დედოფალი ობერონი და ტიტანია ელფების მიერ დატოვებულ ბიჭუნას გამო კამათობდნენ. ვერ რიგდებოდნენ თუ ვისთან უნდა ყოფილიყო ბიჭუნა.
-ტიტანია ბიჭის დედას დაჰპირდა რომ ბიჭს თვალისჩინივით მოუფრთხილდებოდა. ობერონს კი ბიჭის პაჟად აყვანა სურდა.
ობერ-რაგაც ცუდ ფეხზე შეგხვდი, მთვარის შუქზე ქედმაღალო ტიტანია?
ტიტანია-რა ხდება ეჭვიანო ობერონ?
ობერ-რატომ უპირისპირდება ტიტანია თავის საყვარელ ობერონს? მე მხოლოდ ბიჭის პაჟად წაყვანა მინდა.
ტიტანია-დედამისს დავპირდი, რომ ბიჭს თვალისჩინივით მოვუფრთხილდებოდი.
-ობერონმა გადაწყვიტა ტიტანიას მასხრად აგდება. განისძრახა ტიტანიას შეყვარებოდა ის ვისაც გამოღვიძებისთანავე შეხედავდა. მან თავის მსახურ პაკს უხმო და სთხოვა უცნაური ყვავილის მოტანა.
ობერ-წადი, გასწი. ვფიქრობ მიაგნებ მყისვე ყვავილს, იმ დღეს გაჩვენე. თუკი  მძინარეს თვალზე იმ ყვავილის წვეთს დაასხამ, იგი პირველსავე შეიყვარებს, ვისაც გაღვიძებისთანავე იხილავს.
-ობერონს იმედი ქონდა რომ თუ ტიტანი ვინმეს შეიყვარებდა მას სხვა საზრუნავი გაუჩნდებოდა და იგი ბიჭს წაიყვანდა პაჟად.
პაკი-ვიცი ნაპირი , სადაც ველური სურო ხარობს, ნაზი ყაყაჩოს, მორცხვი იის სურნელი გათრობს, სხვადასხვა ფერად ალეწილი ვარდი თვალს ატკბობს.
-როცა ტიტანიას თავის წალკოტში ტკბილად ეძინა, იქვე შორიახლოს ნიქ ბოთომი თავის მეგობრებთან ერთად , რეპეტიციას გადიოდა.ისინი ათენელი ჰერცოგის ქორწილისათვის წარმოდგენას ამზადებდნენ.
-პაკი ობერონსა და მის მეგობრებს თვალს ადევნებდა. იქვე ახლოს კი ტიტანიას ეძინა.
პაკი-ეს რა თავაშვებული მანჭვა-გრეხა აუტეხიათ დედოფლის სასტუმალთან?
-პაკმა განისზრახა მათვის ჭკუა ესწავლებინა. მან ნიქ ბოთომს თავზე ვირის თავი დაადგა.ისე რომ მან ვერაფერი იგრზნო. როცა ის მეგობრებმა შეცვლილი დაინახეს, შეეშინდათ.
-მონსტრიი
-ურჩხული
-მოჩვენება. უფალო შეგვიწყალე.
-ოო, შენ ბოთი არა ხარ.
ბოთი-ნეტავ ასეთი რა დაინახეს?
მეგობრებმა ის მიატოვეს და გაიქცნენ.თავი ვირის ქონდა, სიმღერაც ვირის ყროყინს მიუგავდა.ამ ხმამ ტიტანია გააღვიძა.
ტიტანია-რა ზეციური ქმნილება მესტუმრა ჩემს ყვავილნარში. ამ სილამაზემ მომაჯადოვა, გეფიცები შემიყვარდი თავდავიწყებით.
-ობერონს იმედი გაუმართლდა. ტიტანია მოაჯადოვა. თუმცა მას მაინც შეეცოდა თავისი დედოფალი, ამიტომ ყვავილის წვენი თვალზე აპკურა და უთხრა:
-გაირვიძე ჩემო დედოფალო, ტიტანია!
-ო, საყვარელო ობერონ, დამესიზმრა ვირს ვეტრფოდი, უცნაური სიზმარია.
-რადგან , ობერონი და ტიტანია შერიგდნენ , ფაქმა ბოთი ვირის თავისაგან გაანთავისუფლა.
ბოთი-იშვიათი ხილვა მქონდა , უცნაური სიზმარი. ადამიანის გონებისატვის სრულად მიუწვდომელი.
-ატენელი ჰერცოგის ქორწილში , მეფე პატარძლის აგრდა , კიდევ ორი  წყვილი იყო ბედნიერი.შუაგამემდე გასტანა წარმოდგენამ. ყველა ნასიამოვნები დარჩა.ჩამოკრა თორმეტმა და ჯადოსნური ღამეც დასრულდა.
-ფერიებით გარემოცული ობერონი და ტიტანიაც აგმოჩნდნენ. მათ დალოცეს ბედნიერი წყვილი და თავიანთ სამფლობელოში გასწიეს.
გაწყენინეთ თუკი რამე, დაივიწყეთ თქვენ ეს ღამე.
ჩაგეძინათ ვითომ ტკბილად, და რაც მოხდა მოხდა სიზმრად.
ჩრდილთა თამაში აქ ათასფერი, ზმანება იყო სხვა არაფერი.
ნუ დაგვძრახავთ და გპირდებით, სხვა დროს უკეთ გავირჯებით.
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий

მთავარი გვერდი